
,,ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, შს მინისტრს და გამოძიების ფედერალურ სამსახურს დაავალა, შექმნან საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც თვითონ ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, ორი კვირის წინ ამბობდა, რომ შესაძლოა, პუტინმა მოკლას. მკვლელობამდე სამი საათით ადრე კი მან 1 მარტის საპროტესტო მარში დაანონსა. ის წუხელ მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს,მოკლეს. ზურგში ექვსჯერ ესროლეს.