
უკრაინაში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული.
ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შეწყვიტა და სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნდა.
იგი 4 საათის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებოდა.
შეხვედრა გაიმართა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის "ნატოს" წარმომადგენლებთან. სამხედროებმა, უცხოელ სპეციალისტებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში კი შეტაკებები გრძელდება. პრორუსი სეპარატისტები დონეცკის დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
არიან დაშავებულები და დაღუპულები თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
აეროპორტის ფლიგელი რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ უკვე დატოვეს კი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული.
შეტაკებები პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის კი გრძელდება.
ვრცელდება ინფორმაცია რომ შენობაში რჩება რამდენიმე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომელთა გამოყვანაც უსაფრთხო ტერიტორიაზე ვერ ხერხდება.
http://rustavi2.com/