„ამაყი ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს რიგებში იქნებიან“

Image

ქართველი ჯარისკაცები მისიაში ჩართვით ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის მონაწილეები ხდებიან , – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა დღეს ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 


"ქართველი ჯარისკაცები მისიაში ჩართვით ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის მონაწილეები ხდებიან. ამაყი ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს რიგებში იქნებიან. თქვენი გამოცდილება არის ძალიან ფართო. თქვენ დაამატკიცეთ თქვენი უნარი, მამაცობა და ეფექტურობა. ერთ დროს, ჩემს ქვეყანაში, სანამ ის გახდებოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ჰქონდათ მარტივი პრინციპი – იმოქმედე ისე, როგორც წევრი ქვეყნები იქცევიან და ეს დროც დადგება. მე ვურჩევ საქართველოს მთავრობას, იგივე პრინციპით იმოქმედოს. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც იქნება ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს პრინციპი მუშაობს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ აქამდე და რასაც მომავალში გააკეთებთ ევროპის ძალების საერთო დროშის ქვეშ", - მიმართა დიმიტროვმა ჯარისკაცებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში პირველად ერთვება. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთი ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ექვსთვიან სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !