
უბედური შემთხვევა მოხდა დღეს ბათუმში.ხიმშიაშვილის ქუჩაზე აივნის ჩამონგრევას ორი ქალი ემსხვერპლა.ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, აივანი ჩამოინგრა. აივანზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ჩამონგრევის შედეგად, ორი ძირს ჩამოვარდა, ერთი კი, მე-8 სართულის აივანზე დაეცა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.