
შემთხვევა, რომელიც გინეკოლოგიის პრაქტიკაში ათი ათასში ერთხელ ხდება, აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონში მოხდა, სადაც ექიმებმა 32 წლის დედის საშვილოსნოდან ორი, ხელიხელჩაჭიდებული ტყუპი ამოიყვანეს.
შემთხვევა მაისში მოხდა, ინფორმაცია CBS News-მა გაავრცელა. ახლადდაბადებული ჩვილები თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს, დაბადებიდან ორ დღეში კი განაცალკევეს კიდეც. ჯულიანი და ჯენა, ასევე მათი დედა სარა თავს კარგად გრძნობენ.