
ყურადღება! როგორც გაირკვა, პორტალი "კვირა" და ის მედიარესურსები, ვინც ინფორმაცია მისგან აიღო, მათ შორის, "აფხაზეთის ხმა" გიორგი ჩხარტიშვილის მხრიდან სიცრუის ტირაჟირების უნებლიე მონაწილენი გახდნენ:
საქმე ეხება ფოტოებს, რომლებიც ამ მასალას ახლდა თან (ისინი "კვირას" თავად ჩხარტიშვილმა გადასცა). აღმოჩნდა, რომ მასზე გამოსახული პირი, სინამდვილეში, არასრულწლოვანია და არა სტუდენტი, როგორც ამას ჩხარტიშვილი აღნიშნავდა. ამასთან, არ შეეფერება სიმართლეს ჩხარტიშვილის განცხადება მასზე "გათხოვების" შესახებ. ამასთან დაკავშირებით ხვალ საგამოძიებო ორგანოებში შევა განცხადება, რის სემდეგაც, სავარაუდოდ, დადგება ჩხარტიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.
"აფხაზეთის ხმა" ბოდიშს იხდის სიცრუის უნებლიე ტირაჟირებისა და იმ შესაძლო უსიამოვნების გამო, რომელიც, შესაძლოა, უკვე მიადგა ჩხარტიშვილთან ერთად ფოტოებზე გამოსახულ პირს. ფოტოები და სიცრუის შემცველი ტექსტი ამოღებულია საიტიდან. თემასთან დაკავშირებით დაწვრილებით იხილეთ აქ