ღარიბაშვილი აფხაზეთის ამბებში რუსეთის დაინტერესებას ვერ ხედავს: „ეს არის გადაადგილება...“

Image

„ის რაც ხდება აფხაზეთში ღიადაა დეკლარირებული, ესაა გადაადგილება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა აფხაზეთში მიმდინარე საკითხების კომენტირებისას.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ხედავს კავშირს რუსეთის ინტერესებსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შორის და მიიჩნევს, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები არ უკავშირდება საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ჩაშლის მცდელობას. მისივე თქმით, ოფიციალური რუსეთი შემხვედრ კეთილგანწყობილ ნაბიჯებს დგამს და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ჩაერიონ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში.

 

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გაადაადგილება. იყო სპეკულაციები, რომ შეიძლება გალის მოსახლეობას რაღაც პრობლემები შეექმნას, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს და მოგვიანებით შეგვეძლება უფრო რეალური კომენტარების გაკეთება.

 

დაველოდოთ, ჩვენ რეალურად დავიწყეთ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცეს. იცით, რომ შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ. რაც შეეხება, უკავშირდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, მიმაჩნია, რომ არ უკავშირდება.

 

რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ გართულებას უნდა ველოდოთ. მიმაჩნია რომ ასოცირების ხელშეკრულება და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთთან კავშირში არ არის, იქ მიმდინარეობს გადაადგილება", - განაცხადა პრემიერმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !