დიდი თურქობა ბათუმში - „გვიშველეთ, მოგვხედეთ, აჭარა იღუპება!“

Image

„პატარა თურქეთი“, „სტამბულის პერიფერია“, „ბორდელი“ - ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ ძველ ბათუმს ადგილობრივები...

 

 

ქუთაისის ქუჩაზე  სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. მეჩეთის მიმდებარე ქუჩებზე თურქული კაფე-ბარების, ჩაიხანებისა და თურქების გარდა ვერაფერს ნახავთ. ქართველები  ეზოებს გარეთ ნაკლებად ჩნდებიან...

 

- ბათუმის ეს ნაწილი თურქეთად არის ქცეული, ქართულს ვერ გაიგონებთ. ყოველ საღამოს ჩხუბი, გინება და აყალმაყალია. აქ ცხოვრება შეუძლებელია. თურქი მოვა, გადაგივლის, პოლიცია კი, ნაცვლად იმისა, პასუხი მოსთხოვოს ან დაკითხოს მაინც, სიცილ-ხარხარით ებოდიშება. ქუთაისის ქუჩა ბორდელად აქციეს, ღამის 12 საათის შემდეგ გაიარეთ და ნახავთ, სასტუმრო, კაფეტერია თუ ჩაიხანა რეალურად ბორდელია, ქალებს ყიდიან. არადა, ამ ობიექტებს ორმეტრიანი ქართველი ბიჭები იცავენ და ხმას არ იღებენ.

 

თურქებს ჩვენს ბიჭებთან რომ მოსდით ჩხუბი, საპატრულო პოლიცია ქართველებს აჯარიმებს. ჩემს სამეზობლოში თითქმის ყველა ბიჭს გადახდილი აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ უბანში თურქს ყველაფრის უფლება აქვს, დიდი თურქობაა ბათუმში.

 

... ორჯერ გავუგზავნეთ ბათუმის მერიას მიმართვა 250 ადამიანის ხელმოწერით, ეს თურქობა რომ აელაგმათ  ჩვენი ქუჩიდან, მაგრამ ყურიც კი არავინ შეიბერტყა. გვეუბნებიან, რას ერჩით, გადასახადებს იხდიანო.  ისევ ჩვენ გამოგვიყვანეს დამნაშავედ...

 

რას ჰგავს ბათუმი? - თურქულ ბორდელს. ისეთი სუნი დგას ამ ქუჩაზე, ცუდად გახდებით. ნივრის, ცხიმისა და საშინელი სანელებლების სუნით არის გაჟღენთილი ჰაერი - ფანჯარა ვეღარ გაგვიღია.

 

კიდევ იმიტომაა გაუსაძლისი აქ ცხოვრება, რომ თავხედურად პირდაპირ ჩვენი ეზოების შესასვლელებთან აჩერებენ თურქები თავიანთ მანქანებს და ვეღარც გავდივართ და ვეღარც შემოვდივართ. ეს რომ თურქეთის ნებისმიერ ქალაქში გააკეთო, დეპორტაცია არ აგცდება.

 

ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, თურქებიც დაიფანტნენ, ვიფიქრეთ,  გვეშველა-თქო, მაგრამ ცოტა ხანში გაათმაგებულად შემოვიდნენ. „ქართულმა ოცნებამ“  მათ ხელი უფრო შეუწყო.

 

... საკმარისია, ქალთან ერთად გაიარო, ისე მიაშტერდებან, ან ისე ამოიხვნეშებენ და რამეს თურქულად მიაძახებენ, მოდი და ნუ გალახავ. ჩვენი უბნის ბიჭებიც დაიღალნენ მაგათთან ჩხუბით და შემდეგ ჯარიმების გადახდით. ამ ხელისუფლებას რომ დაუჩემებია, თურქები ხალხს ასაქმებენ და ბიუჯეტსაც ავსებენო, ტყუილია!

 

შედით ნებისმიერ რესტორანში, ქართველს ვერ ნახავთ. საქართველოში თურქი თურქს ასაქმებს და ისევ თურქეთს ემსახურება. ქართველ ქალებს მხოლოდ საუნებსა და სასტუმროებში ამუშავებენ.  არ ვიცი, ამ უბანში ბავშვები ისე როგორ გავზარდოთ, ამ გარყვნილებას რომ ავარიდოთ. გვიშველეთ, მოგვხედეთ, აჭარა იღუპება!“ - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

რამინ ფაიალი, თურქი ბიზნესმენი, რესტორნის მფლობელი:

 

- ძალიან მომწონს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი, სამი წელია, აქ ვარ და ჩემი ბიზნესიც წარმატებულია...  ბათუმი ძალიან კარგი ქალაქია, მით უმეტეს ის ადგილი, სადაც რესტორანი მაქვს. სტუმართმოყვარე ხალხია, ჩვენ - თურქებს და ქართველებს - გვიყვარს ერთმანეთი... განსაკუთრებით დიდი ხმაური არ არის, მეზობლები ძალიან კარგი მყავს, რა ვიცი, ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ...

 

„თურქებმა ფული ჩადეს რესტორნებში და მამუშავებენ. თურქი კლიენტები იმიტომ ჰყავთ, რომ იციან, თანამემამულე  არ მოატყუებთ და სუფთად დაკლული საქონლის ხორცს მიართმევს. ისიც იციან, რომ ამ კაფესა თუ რესტორანში ღორის ხორცი არ შედის. ამ ადგილს იმიტომ დაეპატრონენ თურქები, რომ მეჩეთიც აქვეა. თქვენ რა, გგონიათ, თბილისში ნაკლები თურქი ცხობრობს? უბრალოდ, ბათუმი პატარაა და უფრო ჩანს,“ - აღნიშნა გამვლელმა მამაკაცმა.

 

ენვერ ფარტენაძე:

- თავისუფალი გვქვია, მაგრამ დღეს პარლამენტარების დიდი ნაწილი 50-60 ათასლარიან პრემიებს იღებს, გაჭირვებული ადამიანები კი სანაგვეში ეძებენ საკვებს. ამ ყველაფერთან ერთად, თურქებს ფართოდ გაუხსნეს კარი და  25 ათასს გადააჭარბა ბათუმში თურქთა რაოდენობამ. ძველ ბათუმს, ფაქტობრივად, თურქები დაეპატრონენ... რატომ გვავიწყდება, რომ თურქეთი ჩვენი მოსისხლე მტერი იყო? ამიხსენით, რუსია ოკუპანტი თუ თურქი? თურქების მიერ დაპყრობილი აჭარა სელიმ ხიმშიაშვილმა და მემედ ბეგ აბაშიძემ დიდი ბრძოლის შემდეგ დაუბრუნეს სამშობლოს. დღეს ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ წაგვართვან საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, მაგრამ აჭარელი ხალხი არ დავთმობთ.  თურქების მასობრივი ჩამოსახლება კარგს არაფერს მოუტანს აჭარას. ქვეყანაში თურქების ფეხის მოკიდებას ამჟამინდელი მთავრობაც ხელს უწყობს. არ სურთ თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება.

 

ყველაზე მეტად ის მტკენს გულს, რომ ქართველი გოგოები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, მდიდარ თურქებს მიჰყვებიან ცოლად. ჩვენი ერი, სამწუხაროდ, ფულზე იყიდება.  თურქი ქართველს საქართველოში კაპიკებად ამუშავებს. მაგალითად, სასტუმრო «ინტურისტი» თურქებმა გაარემონტეს. სამუშაოების შესრულებაში თურქებს ორჯერ მეტ ხელფასს აძლევდნენ, ვიდრე ქართველებს.

 

გგონიათ, თურქს უღირს ბათუმში ბიზნესის კეთება და მართლა დიდ ფულს შოულობს? როგორც ამბობენ, ამ ადამიანებს თურქეთის ხელისუფლება უხდის ფულს, რათა აჭარაში ფეხი მოიკიდონ, ეს ბიზნესი კი მათთვის მეასეხარისხოვანია.

„საქართველო და მსოფლიო“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !