-
2014-06-04 11:41
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოზარ სუბარმა ციხეები გამჭირვალე გახადა და რადიკალურად შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომა.
„სასჯელაღსრულების სისტემაში სოზარს დახვდა ძალიან ბევრი პრობლემა, ეს იყო ურთულესი სამინისტრო, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის გაუგონარი ფაქტები ხდებოდა. სოზარმა გააკეთა ბევრი ამ მიმართულებით. რეალურად 180 გრადუსით შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომები. ციხე გახადა იმაზე მეტად გამჭირვალე ვიდრე თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებშია. ამის არ დანახვა არ შეიძლება. იქ რეალურად სუბარმა დიდი ცვლილება განახორციელა.“