„შეიძლება ამის დაჯერება გაგიჭირდეთ, მაგრამ შეგიძლიათ თავად ჩახვიდეთ რეგიონებში და დარწმუნდეთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არ მიეწოდება სასმელი წყალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლება, პირადად სააკაშვილი ძალიან ხშირად ამბობდა, რომ მან გაანათა ყველა სოფელი, დააგო გზები და ასე შემდეგ. მე ძალიან ბევრს დავდივარ რეგიონებში და იქ დაგროვილია უამრავი პრობლემა. ჩვენ გვერგო მართლაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ მიეწოდება სასმელი წყალი. დღეს შეიძლება, ამის დაჯერება გაგიჭირდეთ, მაგრამ შეგიძლიათ თავად ჩახვიდეთ და დარწმუნდეთ ამაში“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე.