,,მერი ირჩევა სამი წლით, ბატონო დავით, თქვენ კი ამბობთ ოთხი წლით–ოთხი წლითო“– ,,tv3”- ის ეთერში ნიკა მელიამ დავით ნარმანიას სიტყვა გააწყვეტინა და შენიშვნა მისცა, რომ მერს არა ოთხი წლით, როგორც ის ამბობდა, არამედ 3 წლით ირჩევენ.
,,ეს არის ოთხ წელზე განაწილებული პროგრამა,“– ამბობდა დებატებში დავით ნარმანია ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი.
,,თვითმართველობის შესახებ კანონზე თქვენ ხომ მუშაობდით, ბატონო დავით? იქ წერია, რომ მერი ირჩევა სამი წლით,“– უთხრა მას ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
დავით ნარმანია: ,,კითხვას გიბრუნებთ, რომელ წელს იქნება თვითმართველობის მომდევნო არჩევნები? „
ნიკა მელია: ,,ა, კითხვა ,,ჩამიბრუნეთ?“