-
2017-09-20 08:29
გორის რაიონის სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოს ზედა მხარეს, ფერდობზე გაჩენილ ხანძარს 19 სექტემბერს მთელი საღამოს განმავლობაში ცხინვალიდან და ახალგორიდან მოსული სახანძრო რაზმები ებრძოდნენ.
ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან სახანძრო მანქანები არ გამოჩენილან, თუმცა, ადგილზე იყვნენ პოლიციელები.
ორჭოსნის რუსული საოკუპაციო ბაზიდან ხანძრის გავრცელების ადგილზე რამდენჯერმე გავიდა მობილური ჯგუფი, რომელმაც სიტუაცია შეისწავლა - ხანძრის გავრცელების ადგილიდან რუსი ოკუპანტების ბაზა არცთუ დიდი მანძილითაა დაშორებული - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", სამოქალაქო სამშვიდობო მონიტორინგის ფარგლებში ავრცელებს, რომელიც 50 დღეზე მეტია, მიმდინარეობს.
მოქალაქე დამკვირვებელთა ინფორმაციით, დღის ბოლოს ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა, ფერდობის მნიშვნელოვანი ნაწილზე ბუჩქნარი და ნარგავები დაიწვა.