ვაშლი და მწვანილი - თხილის წილ: ოკუპირებული აფხაზეთის ბლოკადა მოლაპარაკებით დასრულდა

Image

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რომ საცხოვრებელი პირობები მას შემდეგ უნდა გაუმჯობესებულიყო, რაც იქ რუსი მესაზღვრეები ჩადგებოდნენ, დაპირებები უხვად ისმოდა. 

 

ეს ის თემა იყო, რაზეც ცალსახად ჯერდებოდნენ როგორც სეპარატისტული ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები: მანამ, სანამ რუსები ე.წ. საზღვრის კონტროლს დაიწყებდნენ, ყველას სჯეროდა, რომ მათი კეთილდღეობის გარანტი სწორედ ეს - რუსების მიერ პერიმეტრის კონტროლი იქნებოდა.

 

გაუგებარია, რისი ეშინოდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებს: პარტიზანები გალის რაიონში არათუ არ მოქმედებენ, მთავარი რისხვა-პარტიზანი, დათო შენგელია ბოლო დროს აფხაზური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადაც კი ჩნდებოდა, ხოლო ის კრიმინალები, ვინც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან დევნის გამო თავს აფხაზეთს აფარებდნენ, არ წარმოადგენდნენ საფრთხეს, რადგან თავიანთი გასაჭირი ადგათ - დამალვას ცდილობდნენ და მინიმალური საკვების მოპოვების ხარჯზე სულაც არ გამოდიოდნენ სამალავიდან.

 

ასე იყო თუ ისე, რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კონტროლი დაიწყეს და თანდათან „მიტისკეს“ აფხაზები. საბოლოოდ, გალის ადმინისტრაციული საზღვრიდან ე.წ. მებაჟეები განიდევნენ და ისინი რუსებმა ჩაანაცვლეს. რა შეიცვალა ამის შემდეგ ეთნიკური აფხაზებისთვის?

 

დიდი არც არაფერი - თუ მნამდე მათ აფხაზი მებაჟეების მოქრთამვა უწევდათ, ახლა იგივეს გაკეთება რუსებთან უწევთ, ქართველი კრიმინალები კი ახლაც კარგად პოულობენ საერთო ენას რუსებთან, ან სულაც, მათთვის შეუმჩნევლად გადასვლასაც ახერხებენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, გალის რაიონში, იმალებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი იმასაც ახერხებს, ღამით ზუგდიდის რაიონში გადმოვიდეს, ოჯახი მოინახულოს და გამთენიისას ენგური ისევ უკან, გალისკენ მიმავალმა გადალახოს - ასეთი ქმედება კი შეიცავს რისკს, მაგრამ რადგან ჩავარდნა, ფაქტობრივად, არ არსებობს, მას ბევრი მიმართავს...

 

რასაკვირველია, ასეთი „გასტროლიორი“ კრიმინალები არ იფარგლებიან მხოლოდ ოჯახში ცოლ-შვილის მონახულებით - ისინი ზუგდიდის რაიონში თავიანთ ამფსონებსაც პოულობენ და აფხაზ კრიმინალებთანაც კარგად არკვევენ ურთიერთობებს. ასეთი ურთიერთშეთანხმებების შედეგად კი ყაჩაღური თავდასხმები იგეგმება. სანამ გალის რაინის რომელიმე სოფელს თავშეფარებული ქართველი კრიმინალი არკვევს, ვის სახლში რამდენი კილოგრამი თხილია, საიდან ჯობია ეზოში შესვლა, რა დროს სჯობია თავდასხმა, მანამდე ზუგდიდის რაიონში და თვითონ გალში ქართველი და აფხაზი კრიმინალები იარაღსა და მანქანებს ამზადებენ - მოგეხსენებათ, თხილს მხრებით ბევრს  ვერ წაიღებ, ამიტომ მისი ტრანსპორტირებისთვის ყველაზე საუკეთესო სავარძლებდაცლილი „მარშრუტკაა“.

 

 

txila.jpg

 

 

ყოფილა შემთხვევები, როცა თავდამსხმელები ოჯახებში შესულან და მასპინძლისთვის თითიც არ დაუკარებიათ, არც ხმაური ატეხილა, რადგან პირდაპირ შეუთავაზებიათ, ან შენი თხილის მარაგის მესამედს დაგვითმობ, ან კიდევ გცემთ, დაგაბამთ და ყველას წავიღებთ, თან ორ ჯერზეო.

 

ბევრი ამჯობინებს ჩათრევას ჩაყოლას, რადგან ასეთ შემთხვევებში, ყაჩაღები, ასე ვთქვათ, პატიოსნად იქცევიან - იმ ოჯახში, საიდანაც თხილს „დობრი ბაზარით“ წაიღებენ, მეორედ არ მიდიან და არც სხვა ჯგუფებს აძლევენ „მწვანეს“, მივიდნენ. ეს დაუწერელი წესი მანდ ნამდვილად მოქმედებს.

 

ამიტომ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყაჩაღებს ხშირად მასპინძლები მანქანის დატვირთვაშიც კი ეხმარებიან და ყოფილა შემთხვევები, როცა წასვლამდე, იქვე, ეზოში, სახელდახელო სუფრაც კი გაუშლიათ მათთვის. გლეხს, რომელსაც ყოველ სეზონზე თხილის მოსავალი, ვთქვათ, ორი ტონა აქვს, 600 კგ თხილი (მეტს ერთ ჯერზე ვერ წაიღებენ, ძალიანაც რომ მოინდომონ, მეორედ კი იმავე ოჯახში არ მივლენ) არ უღირს თავის გატეხად და ატანს, სამაგიეროდ, დარჩენილს მერე უპრობლემოდ ჰყიდის.

 

მოგეხსენებათ, აფხაზურმა ხელისუფლებამ აკრძალა ე.წ. საზღვრებზე გარკვეულ რაოდენობაზე მეტი თხილის გადატანა და მოსაკრებელიც დააწესა, რამაც განსაკუთრებული უკმაყოფილება გალის ქართველ მოსახლეობაში გამოიწვია. ცხადი გახდა, რომ ეს შეზღუდვა სწორედ ქართველებს ეკუთვნოდათ, რადგან თხილის მოსავალი ყველაზე მეტი სწორედ სამურზაყანოში (გალის რაიონის ტერიტორია) მოდის და არა ოჩამჩირეში ან სოხუმში, სადაც ქართველები ნაკლებად ცხოვრობენ.

 

ამასთან, გალის თხილი, ძირითადად, ზუგდიდში ხვდებოდა - გალელები მას ფსოუს საზღვრამდე ვერ და არ ეზიდებოდნენ. თხილის ნაკადის შემცირებამ ზუგდიდში თხილის გაძვირება გამოიწვია და მეგრელები რა მეგრელები იქნებოდნენ, ასე უგამოსავლოდ დაბნეულიყვნენ, ალტერნატივა მაშინვე მონახეს და ოკუპირებულ აფხაზეთს ბოსტნეულისა და მწვანილის ბლოკადა „გამოუცხადეს“,

 

ანუ, ზუგდიდში პროდუქტების საყიდად ჩამოსულ აფხაზ ბითუმად შემსყიდველებს, რომლებსაც, უკვე წლებია, სახეზე ცნობენ, ვაჭრობაზე უარს ეუბნებოდნენ, რამაც გალში, ოჩამცირეში და სოხუმშიც კი, ქართულ (იმერულ) მწვანილზე და ვაშლზე, ზოგადად, ხილზე დიდი მოთხოვნა გააჩინა, რის შემდეგაც ბითუმად მოვაჭრეები სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოილაპარაკეს, რომ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში თხილის გადატანის დროს პრობლემებს არ შეუქმნიდნენ.

 

 

txili1.jpg

 

 

ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ მოითხოვა, ის იყო, რომ გალიდან ზუგდიდში თხილი ტომრებით არ გადაეტანათ და ე.წ. თურქულ ჩანთებში გაენაწილებინათ...

 

როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნა, ზუგდიდში ისევ გაჩნდა გალის თხილი და ჩასაბარებელი ფასიც არც ისე დაბალია - 8 ლარზე დაბლა არ ჩამოდის და საახალწლოდ, სავარაუდოდ, ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

რაც შეეხება ქართულ პროდუქციას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვთქვათ, 1 კგ ვაშლის ფასი 5 ლარს აღწევს, 1 კგ კარტოფილი 2-2,50 ლარად იყიდება, ამავე მოცულობის პომიდვრის ფასი 7 ლარამდეა, ხოლო 1 კგ კიტრი 5-6 ლარი ღირს, 1 კგ ბულგარული წიწაკა 10 ლარია, ბადრიჯანი - 5 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროდუქტებს ზუგდიდში მოვაჭრეებისგან თითქმის ნახევარ ფასად ყიდულობენ, ცხადი გახდება, რომ აფხაზი ბითუმად მოვაჭრეები საკმაოდ კარგ შემოსავალსაც იჯიბავენ.

 

მაგრამ გალის რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ციტრუსების სეზონის მოახლოების მიუხედავად, მაინც თხილით ვაჭრობას ამჯობინებს. იმის გარდა, რომ თხილი უფრო კომპაქტურია, უკანასკნელ წლებში, თხილის მიმართ მოთხოვნა მსოფლიოში ყოველ წელს, დაახლოებით, 2%-ით იზრდება. ქართული თხილი ყველაზე აქტიურად გადის თურქეთში. ამასთან, ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროპის ქვეყნებია.

 

 

mandara.jpg

 

 

მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებლები თურქეთი და იტალია არიან. მსოფლიო ბაზარზე თხილის გაყიდვის თვალსაზრისით, თურქეთს 75-პროცენტიანი წილი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მისი ნიშა დაახლოებით 5%-ია.

 

საქართველოში წარმოებული თხილი მაღალი ხარისხისაა და იმის მიუხედავად, რომ იგი თურქულთან შედარებით 20 ცენტით ძვირია, მსოფლიოში მასზე მოთხოვნა იზრდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე არაა გასაკვირი, რატომ არიან დაინტერესებული თხილით როგორც ადგილობრივები, ასევე ყველა ჯურის კრიმინალები, აფხაზები და რუსებიც.

 

დოროთე გითოლენდია, "ქრონიკა პლუს"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !