იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დღეს ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდი "ლაზარე" ექსკლუზიურად აქვეყნებს წიგნის ფოტოებს.
"ლაზარეს" ინფორმაციიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ წიგნი 500 ცალი ტირაჟით დაიბეჭდა, მისი ავტორი და შემდგენელი ნარგიზა ბასარიაა, რომლის ბიოგრაფია წიგნის უკანა ყდაზე მეგრულად და რუსულადაა დატანილი.
წიგნში ქართული დამწერლობით დაწერილი მეგრული სიტყვების თარგმანი რუსული და ინგლისურია. როგორც ვარაუდობენ, ეს წიგნი სავალდებულო გახდება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. სავარაუდო, საპილოტე პროექტი სწორედ გალის ქართულ სკოლებში ჩატარდება.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ექსკლუზიურად "ლაზარეს" მიერ გავრცელებულ, წიგნის ფოტოებს.