„თუკი რკინიგზა ენგურამდე კეთდება, ე.ი. ომი გარდაუვალია“

Image

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ამ ბოლო დროს აფხაზურ და სომხურ მედიასაშუალებებში პუბლიკაციები გახშირდა.

 

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ არტურ არაკელიანმა ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისსი განაცხადა, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები დაწყებულია და რადგან საკითხი ეკონომიკურზე მეტად, პოლიტიკური შინაარსისაა, მოლაპრაკებების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.

 

არაკელიანის თქმით, პირველად ეს საკითხი მაშინ იყო განხილული, როცა სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. თავის მხრივ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა ამ საკითხის მოკლე ვადაში განსახილველად.

 

ერევანში პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე რამდენად შესაძლებლად მიაჩნია უახლოეს ხანებში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის სეპარატისტული აფხაზეთის გავლით, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „ეს შესაძლებელია“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“.

 

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მხედველობაში მაქვს, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები არ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა, „მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, გვქონდა ძალიან დიდი [პრობლემა] და სამწუხაროდ ამ დრომდე რჩება. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ და  ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ და დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობები. ღრმა და ყველაზე პრობლემური საკითხები, თქვენ იცით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობა, ალბათ ძალიან ჩქარა არ მოგვარდება“. მისი თქმით, რკინიგზის საკითხი გაცილებით მალე შეიძლება მოგვარდეს, თუ "ყველა მხრიდან ამის ნება იქნა". „ქართული მხარე, თავის მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს“, - განაგრძო ივანიშვილმა, „ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება სწრაფად გადავწყვიტოთ“.

 

თავის მხრივ, კომენტარი, რომელიც 6 ნოემბერს გააკეთა სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ, სწორედ სამივე მხარის დაინტერესებასა და ჩართულობაზე მიუთითებს:

 

„როგორც სომხეთის, ასევე რუსეთისა და საქართველოს მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ საკითხის გადაწყვეტას, კერძოდ, აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენას. ბოლო დროს დამაიმედებელი პროგნოზებისთვის უფრო მეტი საფუძველი არსებობს. მხედველობაში მაქვს რუსეთის რკინიგზის კომპანიის პრეზიდენტის იაკუნინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ არის დამაიმედებელი სიგნალები.

 

იმდენად, რამდენადაც მოლაპარაკება მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში, საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. კიდევ ერთხელ ვიმეორე, თავს ვიკავებთ პროგნოზებისგან, მაგრამ სამივე ქვეყნის - სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ამ პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს“, - განაცხადა არაკელიანმა, მოგვიანებით კი, როცა ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის უარყოფა მოჰყვა, თავისი სიტყვები უკან წაიღო და ჟურნალისტს, ვინც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, ინტერპრეტაციაში დასდო ბრალი.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში ხარჯის რაოდენობაზე შეკითხვას არაკელიანმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ კონკრეტული გამოთვლის შედეგები არა აქვს, მაგრამ დაამატა, რომ მხარეების შეთანხმების შემდეგ დაფინანსების პრობლემა არ იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ მედიაში და ფორუმებზე ამ მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტიურად განიხილება. ერთერთ ფორუმზე მოტანილი იყო ამონაწერი საქართველოში NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევიდან, სადაც გამოკითხულთა 63% მხარს უჭერს ამ მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენას, ხოლო 13% - წინააღმდეგია.

 

ფორუმებზე წერენ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხი არათუ უკვე გადაწყვეტილია, არამედ უკვე მუშაობაც კია დაწყებული - მონაკვეთის არღადგენად რუსი სპეციალისტები და გასამხედროებული დანაყოფები მუშაობენ. ამ წყაროების ინფორმაციით ირკვევა, რომ ოჩამჩირიდან რკინიგზის სადგურ ინგირის მონაკვეთამდე მუშაობა უკვე დაწყებულია. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ოჩამჩირეში რუსეთიდან ჩავიდა შპალებით სავსე რამდენიმე ვაგონი, სამხედროებსა და სპეციალისტებს მიეცათ მითითება, სასწრაფო წესით დაიწყონ რკინიგზის რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, რომ საუბარია, დაახლოებით 60 კმ-იან მონაკვეთზე.

 

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას წინ უძღოდა საქართველო-რუსეთის აფხაზეთის მონაკვეთზე, რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად რუსეთის მხარემ ჩაატარა. სწორედ ამ ფაქტს იხსენებენ აფხაზურ ფორუმებზე და წერენ, რომ თუკი რკინიგზა ენგურამდე კეთდება და ამ გეგმის განხორციელება დაწყებულია, ომი ისევ გარდაუვალია. 

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !