
კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის რამდენიმე მმართველი გუნდის დეპუტატია. უფრო კონკრეტულად, ბიძინა გუჯაბიძეს, გიგა ბუკიას , ზვიად ძიძიგურს, რევაზ შავლოხაშვილს და პაატა კვიჟინაძეს კოალიციის სასარგებლოდ 30-30 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული.
200 ლარის შემოწირულება აქვს განხორციელებული ვახტანგ ხმალაძეს, 150 ლარის ნოდარ ებანოიძეს, 100-100 ლარის კი ლევან ბერძენიშვილსა და მანანა კობახიძეს.
კოალიციის სასარგებლოდ 750 ლარიანი შემოწირულება აქვს გაღებული თბილისის საკრებულოს დეპუტატ გულიკო ზუმბაძეს. მმართველი გუნდის შემომწირველებს შორის არის ასევე უმრავლესობის პრესსამსახურის წარმომადგენელი გრეტა წიწავა, რომელმაც კოალიციას 5 000 ლარი შესწირა.
პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მაისის თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა. კოალიციამ ჯამში 1 280 141 ლარის შემოწირულება მიიღო.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობას", შემომწირველებს შორისაა გიგი უგულავა 1 800 ლარით და კახა ბენდუქიძე - 5 555 ლარით.
ოფიციალური ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მაისში 271 149 ლარის შემოწირულება განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ შემოწირულებათა ძირითადი ნაწილი არაფულადი სახისაა.