პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა.
მისივე განმარტებით, კოალიციამ ჯამში 1 280 141 ლარის შემოწირულება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 271 149 ლარის შემოწირულება მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"; 279 468 ლარი - "ქრისტიან-დემოკრატებმა"; 50 635 ლარი "საქართველოს გზამ"; 1 190 ლარი "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ"; 13 258 ლარი არასაპარლამენტო ოპოზიციამ; 5 400 ლარი "ხალხის პარტიამ", 16 867 ლარი "ლეიბორისტული პარტიამ", 4 165 ლარი "მწვანეთა პარტიამ", 16 200 ლარი "ქართულმა პარტიამ"; 34 342 ლარი საინიციატივო ჯგუფებმა.