პოლიციელები, რომლებიც პოლიციის დღეს პრემიერის უსაფრთხოებასა და დანაყრებას იცავდნენ

Image

„ქრონიკა+“ აქვეყნებს სტატიას, სადაც 30 მაისს, პოლიციის დღის აღნიშვნის დროს ბათუმში, სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილებული პოლიციელების ყოფაზეა საუბარი.

 

ადგილობრივებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ პოლიციელთა მობილიზაცია იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც 30 მაისს ბათუმში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა. გამოცემის სტატიის მიხედვით, ერთერთი პოლიციელი, რომელმაც მორიგეობის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და აფთიაქში წნევაც გაიზომა, ხოლო შემდეგ სასწრაფოს გამოზახებაზე უარი თქვა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა, მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

„ქრონიკა+“ წერს:

 

„ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლი რამაზ დევაძე 30 მაისს, პოლიციელის დღეს გარდაიცვალა. პოლიციელი შვებულებიდან 27 მაისს დაბრუნდა. 30 მაისს, მას გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ევალებოდა. თაკარა მზეში მეწყვილესთან ერთად, ავტომანქანის კონდიციონერით გრილდებოდა. დევაძეს დღის ბოლოს, ჰაერის უკმარისობა და გულის ფრიალი დაეწყო. აფთიაქში მივიდა, წნევა გაისინჯა. აფთიაქის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება შესთავაზეს, თუმცა დევაძემ უარი განაცხადა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება განაგრძო. მოგვიანებით კი, გულის შეტევით გარდაიცვალა. 28 წლის გარდაცვლილ პოლიციელს მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.

 

30 მაისს, დევაძის მსგავსად, სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილებული იყო აჭარაში მომუშავე ყველა პოლიციელი. თითოეულ მათგანს ღარიბაშვილის და მისი მთავრობის უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა.

 

ყველა 4 და 5-ვარსკვლავანი სასტუმრო ხელისუფლების წარმომადგენლებით იყო სავსე. რაც შეეხება საღამოს ბანკეტს, იგი რამდენიმე ადგილას გაიმართა. აჭარის პოლიციის მთავარი განყოფილების თანამშრომლებმა პროფესიული დღე „ყირამალაში“  აღნიშნეს. ეს რესტორანი შინაგან საქმეთა მინისტრის საყვარელი ადგილია, თუმცა 30 მაისს იგი პრემიერთან ერთად, „მეგრულ-ლაზურს“ სტუმრობდა. მეგრულ-ლაზური ბათუმში ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორანია. სამთავრობო გუნდისათვის  გვიან ღამემდე ცოცხალი მუსიკა უკრავდა. მენიუში მწვადი, ოსტრი, აჭარული ბორანო, ხბოს ხორცი და ქართული „ჯიგრული“ კერძები იყო.

 

პოლიციელის პროფესიულ დღეზე პოლიციის რიგითი თანამშრომლები მიწვეული არ ყოფილან. ისინი რესტორან „მეგრულ-ლაზურის“  ეზოში, სასტუმრო „შეტარონისა“ და „რედისონის“ მიდამოებში ღარიბაშვილის უსაფრთხოებასა და დანაყრებას იცავდნენ.

 

ბათუმში მეორე დღეს ყველა ამბობდა, რომ პოლიციელთა ამ მასშტაბით მობილიზება სააკაშვილის ვიზიტის დროსაც კი არ ყოფილა. პრემიერი ღარიბაშვილი მზად არის, საკუთარი უსაფრთხოებისათვის ყველა პოლიციელი საგანგებო რეჟიმში, თაკარა მზეში, 24-საათიანი გრაფიკით და ყოველგვარი წახალისების გარეშე ამუშაოს“.

 

„ქრონიკა+“

 

chika.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !