
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის სამაშველო სამსახურები 27 წლის ახალგაზრდის გვამს ზღვაში ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიანიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები დ.ლ. გუშინ საღამოს ზღვაში დაიხრჩო, როცა მეგობრებთან ერთად ზღვაში ჩავიდა, თუმცა აღელვებული ტალღების გამო, გამოსვლა ვერ შეძლო.
მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
„გურიანიუსი“