სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 45-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს, "ცხელი ხაზის" მუშაობის ეფექტურობის მნიშვნელობას, მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლებისთვის შექმნილ პრობლემებს განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასმელი წყლის პრობლემაზე სოფელ კოშკაში და მიწის ნაკვეთებზე წვდომის საკითხზე.