თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა. სახლი ავარიული იყო და იქ მცხოვრებლები მის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. ჩუღურეთში მდებარე სახლის ჩამოშლის მიზეზი, სავარაუდოდ, კოკისპირული წვიმა გახდა.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები "ზონანიუსმა" გაავრცელა, რომელიც ჩხეიძის ქუჩაზე თვითმხილველებსაც ესაუბრა.