
54 წლის ექსპერტ-პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი პირველად ძმისშვილმა ნახა - "ჟვანიას საქმის" ექსპერტი იატაკზე იყო დავარდნილი. შსს აცხადებს, რომ გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზია არა აქვს და სავარაუდოდ, ჩხაიძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
„ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა. მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ კი მამუკა ჩხაიძე ცოცხალი აღარავის უნახავს.
ჩხაიძე მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ", - წერს "ლიბერალი".