
მსჯავრდებული, რომელმაც სასამართლოზე თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არ დაადასტურა, "რუსთავი2"-თვის გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს, თუ რა გარემოებებში დააწერინეს მას აღიარება. პატიმარი წერილში იმ პირთა გვარებსაც ასახელებს, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდა.
2013 წელს ამნისტირებული კახა ფრუიძე რამდენიმე თვეში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაპატიმრებულია მისი მეუღლეც, რომელსაც პოლიციელებისთვის ხელის შეშლის გამო ედავებოდნენ.
პატიმარი ყვება, რომ სამართალდამცველებმა ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ წამებით დააწერინეს და მას შემდეგ, რაც სასამართლოზე ცრუ ჩვენება გადათქვა, ბრალი დაუმძიმეს.
სამართალდამცველები და სასჯელაღსრულების სამინისტრო რაიმე სახის ზეწოლას პატიმარზე გამორიცხავენ. თუმცა, ფრუიძის საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველი. მის ინტერესებს კი ამჟამად "ახალგაზრდა იურისტები" იცავენ.
კახა ფრუიძე ამ დროისათვის სასჯელაღსრულების მე-19 ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. პატიმარი წერს, რომ მასმე ფიზიკური ზეწოლა და მუქარა გრძელდება.