წალენჯიხაში პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა და მასთან მეურვე არ შეუშვა

Image

წალენჯიხაში პოლიციამ არასრულწლოვანი გიორგი დიხამინჯია დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ დაკავებულს ჩვენება არ ჩამოაღთვეს, მასთან არც დედა შეუშვა, არც ადვოკატი. გიორგი დიხამინჯია რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ გიორგი დიხამინჯიას დედასთან თამარ მებონია-დიხამინჯიასთან საუბარს:_

 

- როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, ჩემი უფროსი ვაჟი მეზობლის სახლში იყო გადასული. მითხრეს, მანქანაში ჩავისვამ,  დაველაპარაკებით და ხუთ წუთში მოვიყვანთო. ბავშვს წასვლა არ უნდოდა, ტიროდა, კანკალებდა. აიღო დანა, თავს მოვიკლავ, თუ გამაყოლებთ პოლიციასო. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბავშვი ,,შორტის” ამარა, მაინც წაიყვანეს. მომაძახეს, გავესაუბრებით და მალე მოვიყანთო.

 

- თქვენ  არ გაჰყევით?

 

- არა! რადგან გიორგისთან პირადად ითხოვდნენ საუბარს. ხუთი წუთი ორ საათში გადაიზარდა. ბავშვი არ ჩანდა. მეუღლეს ვუთხარი, არ მომწონს ეს სიტუაცია, ავიდეთ პოლიციაში და საქმის ვითარებაში გავერკვეთ-მეთქი. მეუღლემ მითხრა,  პოლიციაში როგორ ვიკითხო მაშინ, როცა ვინც გიორგი წაიყვანა მან მითხრა, პოლიციაში არ ვმუშაობ, არა ვარ თანამშრომელიო, თუმცა მე დაზუსტებით ვიცოდი, რომ იგი წალენჯიხის  პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა.

 

-ვინ იყო ეს ადამიანი?

 

- ილია სონგულია. პოლიციაში რომ ვაპირებდი წასვლას, ისევ მოვიდა ორი პოლიციელი. ერთი იყო ამირინდო მესხია, მეორეს სახელი და გვარი არ ვიცი.

 

- რა გითხრეს?

 

- გეტყვით! თქვენმა შვილმა გვითხრა, რომ ლოგინის ქვეშ დამალულია ხერხი „დრუჟბა“,რომელიც უნდა წავიღოთო. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი  ნივთი სახლში არ არსებობდა, მაგრამ მაინც მოვთხოვე ჩხრეკის ორდერის წარდგენა. მითხრეს, რომ ასეთი გადაუდებელი ოპერაციის დროს ორდერი არ არის საჭირო და თუ ასე გინდათ, ამოგიბეჭდავთო. ვინ დამიჯერა! ყველა ოთახში შევიდნენ, მიყარ-მოყარეს ყველაფერი, გამალებით ეძებდნენ „დრუჟბას“

 

- რა წაიღეს სახლიდან, ან თუ იპოვეს რამე?

 

-რას იპოვიდნენ, როდესაც არაფერი იყო სახლში?! გასვლისას მომაძახეს, არ ინერვიულოთ, მალე მოგიყვანთ შვილსო. არც ხუთ წუთში და არც სამ  საათში მოუყვანიათ შვილი. ავედით პოლიციის განყოფილებაში. მოვითხოვე შვილის ნახვა. მითხრეს,  ცალკე ოთახშია, როდესაც ოფიციაურად დაკითხვას დავიწყებთ, დაგიძახებთო.

 

- ის მაინც არ გითხრეს, რა საკითხზე უნდა დაეკითხათ?

 

-სწორედ რომ ეს კითხვა დავსვი. მითხრეს,  ძველი ამბავი არისო. ვკითხე შვილის მდგომარეობა და  ვინ იყო გამომძიებელი. არაფრად ჩამაგდეს. ვეუბნებოდი, რომ მქონდა  სოციალურად დაუცველის სტატუსი. არავის  ჰქონდა უფლება, არასწლოვანის მშობლის ან ადვოკატის გარეშე დაკითხვისა.

 

- მაინც არ შეგიშვეს?

 

- პოლიციის კარებთან თითქმის სამი საათი ვიდექით. არავინ მომაქცია ყურადღება. ამ დროის განმავლობაში  მივმართე ყველა ინსტანციას, ასევე დავუკავშირდი ეკა ბესელიას.

 

- ქალბატონ ეკას პირადად ესაუბრეთ?

 

- დიახ! ტელეფონის საშუალებით გავაგზავნე წერილი, რასაც მისი მხრიდან ზარი მოჰყვა. ავუხსენი შექმნილი მდგომარეობა. იგი შემპირდა საქმეში გარკვევას. დამამშვიდა. აღელვებული ვიყავი. ბესელიასთან საუბრის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათი შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში შემიშვეს.  რომ არა ამდენი ხალხის ჩარევა, მე იქ არავინ შემიშვებდა და არც შვილს მაჩვენებდა ვინმე.

 

 - რატომ გგონიათ ასე?

 

- ოთხი საათი ვიდექი  პოლიციის კარებთან და არავინ მომაქცია ყურდაღება, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. მითუმეტეს, ბავშვი არასრულწლოვანი იყო.

 

- მაინც რას ედავებოდნენ?

 

- განყოფილებაში რომ შევედი,  მაგიდაზე გიორგის  დაწერილი ფურცელი იდო. აი, ნახეთ რა დაწერა შენმა შვილმაო?! რაც იქ ეწერა, ეს იყო სრული აბსურდი! ვეუბნები, გიორგის აქვს ფსიქიკური პრობლემა-დიაგნოზით ქცევითი აშლილობა. ნუ დაუჯერებთ მის ნაწერს და მოყოლილს. მისი ავდმყოფობის ცნობაც ვაჩვენე. იცით რა მითხრეს?! ეს საბუთი ნაღდი თუ არისო, ესეც გასარკვევიაო.

 

ეს დემურ ზარქუას ან ლეილა ექიმის დაწერილი ხომ არ არისო?! ნერვებმა ამიტაცა და ვუთხარი, ეს საბუთი უფრო ნაღდია, ვიდრე თქვენი დაწერილი-თქო. გიორგი რამდენიმე თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიუხედავად მკურნალობისა, მაინც არაა დამაკმაყოფილებელი.

 

- რას წერდა გიორგი?

 

- ეს გავაკეთე, ის გავაკეთე. მადლობა პატრულს, მადლობა ამირინდო მესხიას და მის თანმშრომელებს. სრული აბსურდი წავიკითხე. გვერდზე ეჯდა ამირინდო მესხია და ეუბნებოდა, აბა, გიორგი, მოგვიყვევი სოფელ ობუჯის  მაცხოვრებელს როგორ შეხვდი და რა მოგიყვა? აბა, რა იცი და რა ნახე რუსლან აბულაძის სახლში ან რა იცი მისი საქმიანობის შესახებ? ეს არც ჰო-ს ამბობდა და არც კი-ს. მხოლოდ  „მმმ“ გამოსცემდა და ამით ადასტურებდა ბატონი ამირინდო  გიორგის პასუხს.

 

უფრო მეტიც, მეორე დღეს მას უნდა მიეცა რუსლან  აბულაძის საქმიანობის  და მოპარული კომპიუტერის შესახებ აღიარებითი ჩვენება. ეს ყველაფერი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა. მეორე დღეს კი შემოგვითვალეს, არანაირ საქმეზე არ არის საქმე აღძრულიო. ვართ ასე და ველოდებით, ისევ თუ დაგვესხმიან თავს.

რედაქტორის რჩევით

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარის გაჩუქებას გეგმავს

2020-09-08 11:39
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს სადაც "ძაღლთა...

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

2020-09-08 11:32
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

2020-09-08 11:31
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.8812
0.0000
100
RUB
 - 
4.2875
0.0000
1
USD
 - 
3.3332
0.0000