
ასე გამოეხმაურა მომღერალი გიორგი ერგემლიძე დაჩი დარჩიას მკვლელობის ფაქტს.
„არ ვიცი, რა დავწერო. დაჩი ჩემი ძველი კარგი მეგობარი იყო.... მთავრობასთან მაქვს ერთადერთი კითხვა...
რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს კიდე მაგათ „გაგებით მოკიდებას“? - ტრაწიანი ღორები.“ - დაწერა „ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ერგემლიძემ.
„კვირის პალიტრასთან“ საუბარში კი აღნიშნა, რომ დაჩი უკონფლიქტო, ძალიან პოზიტიური და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო.
„დაჩის ბავშობიდან ვიცნობდი. ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, მაგრამ კარგი მეგობრები ვიყავით. ძალიან პოზიტიური, სიყვარულით სავსე ადამიანი, მასთან ცუდ ხასიათზე ვერ დადგებოდი. სულ მგულშემატკივრობდა, ძალიან უყვარდა მუსიკა და ჩემს გემოვნებაზეც დიდი როლი იქონია.
ბევრ კარგ რამეს მასმენინებდა. ძალიან ნიჭიერი რეჟისორი იყო, ბავშვობაში მეც გადამიღო კლიპი. არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა და შოკია ჩემთვის, ის რაც მოხდა. მთავრობასთან მაქვს კითხვა, რომ როდემდე აპირებენ ------- ფხანას?!.. დაჩი ძალიან დაგვაკლდება...
და ის ლაწირაკი, კრიმინალი ახლა ციხეში იჯდება და რა მაგით, რამე შეიცვლება? .. სისტემა უნდა დაინგრესო და მივიღეთ კრიმინალების ზეიმი ქალაქში. ეს უნდოდა ალბათ ხალხს!“ - აღნიშნა მან.