
აშშ-ის კონექტიკუტის შტატის პოლიციამ დააკავა 29 წლის საქართველოს მოქალაქე შოთა მექოშვილი, რომელიც 47 წლის ტაქსისტის მუჰამედ ქამალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა - ქამალის ავტომანქანა ქალაქის ერთ კუთხეში იპოვეს, ის ხეს იყო შეჯახებული, ხოლო სალონში ტაქსისტის ცხედარი აღმოჩნდა. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სახისა და მკერდის მიდამოში.
პოლიციის ვერსიით, მსხვერპლსა და თავდასხმაში ეჭვმიტანილს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რა დროსაც მუჰამედ ქამალი მექოშვილისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. სამართალდამცველებმა მექოშვილი, რომელიც ქალაქში ქვეითად გადაადგილდებოდა, მალევე დააკავეს. სახესა და ხელებზე მასაც ნაკაწრები ჰქონდა, რაც ტაქსისტთან ბრძოლის კვალზე მიანიშნებდა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მკურნალობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგება.
მექოშვილი აშშ-ში ვიზითაა ჩასული, ხოლო მუჰამედ ქამალის ოჯახი ბანგლადეშიდან აშშ-ში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში, 20 წლის წინ ჩავიდა. ქამალს ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დარჩა.