
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1930 წელს დაბადებული გუგული ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ("ექსპრესნიუსი").
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა საგარეჯოში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულის არეში დაჭრა.
მათივე ცნობით, მიყენებული ჭრილობის შედეგად მალხაზ ბ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გუგული ჭ. მომხდარიდან 20 წუთში, საგარეჯოშივე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).