
გუშინ გვიან ღამით გლდანში ქერჩის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა თქმით, სწრაფად მოძრავი „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „მერსედესს“ შეეჯახა.
ორივე ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ცხედრები პროზექტურაში გადაასვენა.