
რუსთავის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის წევრებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამი ქისტი ახალგაზრდა ცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
როგორც ერთ–ერთი ნაცემი ახალგაზრდის მამამ იუსუბ ხანგოშვილმა გამოცემას განუცხადა, ქისტებს ფიზიკურად ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ.
„ქისტები რომ არიან, ამიტომ ეჩხუბებიან. 7 თვეა ჯარშია და როგორც გავიგე სულ პრობლემები და კონფლიქტი აქვთ“, – აღნიშნა იუსუბ ბორჩაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კომენტარი არ გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა არ მიმდინარეობს.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“