
სანკტ-პეტერბურგის არალეგალური კაზინო დახურეს 23 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო სტუმრებს შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გია მეფორია, იგივე "გია გალსკი" აღმოჩნდა.
მან განაცხადა, რომ კაზინოს შესახებ არაფერი იცის და უბრალოდ, "რომელიღაც დაწესებულებაში" შევიდა. მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ კაზინოში შესვლა პოლიციელებმა შესთავაზეს.
შეკითხვაზე, არის თუ არა "კანონიერი ქურდი", გია მეფორიამ უპასუხა: "რასაკვირველია". მისი თქმით, "დიდი ხნის წინაა" ნასამართლევი და არ ახსოვს, რაზე.
გია მეფორია კრიმინალური სამყაროს ერთერთი სტაჟიანი ავტორიტეტია. ის გალის რაიონში ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი რუსეთს აფარებდა თავს.