
ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია ინწკირველის ძმაც.
"მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარების და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით," - წერია განცხადებაში.