
ადამიანის უფლებების დამცველი ოთარ ბექაური ეხმიანება ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და პირადად შს მინისტრს მიმართავს.
"ბრალდებულ მაგდა პაპიძის ცემის, წამებისა და საშინელი დამცირების ფაქტზე, მივმართავ პირადად შს მინისტრს, ბატონ გიორგი მღებრიშვილს: სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ამაზრზენი და გულისამრევი ფაქტი!!!
მაშ რისთვის გადავირჩიეთ ის ხელისუფლება, ბატონო მინისტრო? თქვენი მინისტრობის დროს, ეს აღარ უნდა ხდებოდეს. ფაქტი დასტურდება რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე მართლაც სასტიკად არის ნაცემი, დამცირებული და ღირსებაშელახული. იყო მისი გაუპატიურების მცდელობაც კი. აქედან გამომდინარე, მე, უფლებადამცველი ოთარ ბექაური, უმკაცრეს გაფრთხილებას ვიძლევი და მოვითხოვ:
სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს საქმე და სამაგალითოდ, კამერების წინ იქნენ დასჯილი ყველა ის დამნაშავე პოლიციელი, რომელმაც ამ ფაქტში მიიღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიცავ კაცობას და სინდისს, მე და ჩემი მეგობრები ძალიან მწარედ გაზღვევინებთ(პოლიტიკურად)!!! პ.ს. დაიკითხოს "ნოკა", რომელზეც ბრალდებული ამბობს რომ გაუპატიურებას მან გადაარჩინა...", - წერს ოთარ ბექაური.
შეგახსენებთ, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.ო აცხადებს, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ბრალდებულმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სკაითხი განიხილება.
ბრალდებული ამბობს, რომ მას პოლიციელები ხელებზე და თავზე სცემდნენ. იგი ასევე ამბობს, რომ მას ეტყობა იარებიც. მოსამართლის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ სცემდა, პაპიძემ უპასუხა, რომ სახელი და გვარი არ იცის. ადვოკატის თქმით, საქმეში მართლაც დევს ცნობა, რომ ბრლადებულს დაზიანებები აქვს. იგი სტაციონარშიც იყო მოთავსებული 20 დეკემბერს. მოსამართლემ პროკურატურას მიმართა, რომ ბრლადებულის ამ განცხადებით დაინტერესდნენ.