
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ენმ-ს მარტვილის ორგანიზაცია იტყობინება. ორი ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრების სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით 300 ლარი, ოქროულობა და ავტომანქანა გაიტაცა.
შემთხვევა 12 დეკემბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე, ბადრი კინტირაიას ოჯახში მოხდა, სადაც ყაჩაღები შეიჭრნენ. თავდამსხმელები ცოლ-ქმარს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ კინტირაიას კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილიც გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ, ცოლ-ქმარი კი გათოკეს და ისე დატოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ამ დრომდე ვერც ყაჩაღებისა და ვერც ავტომობილის კვალს ვერ მიაგნეს.