2 კგ ჰერონის შემოტანისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი პირი პოლიტპატიმართა სიაში

Image

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პოლიტმატიმართა შეწყალების პროცესზე კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.

 

კილაძე ჰყვება, რომ პოლიტპატიმართა სიის შედგენისას, ქობულეთის მაჟორიტარის , ფატი ხალვაშის შუამავლობით ეკა ბესელიამ სიაში შეიყვანა 2 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის დაკავებული და სამუდამო პატიმრობა მისჯილი პირი-ფრიდონ დევრიშიძე.

 

ჟურნალისტი ირწმუნება, რომ დევრიშიძე პოლიტპატიმართა სიაში სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოხვდა. გარდა ამისა „ქრონიკა+“-ის რედაქტორი „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამშაბათს გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც შეწყალების კომისიის სკანდალს უკავშირდება.

 

ელისო კილაძის თქმით, მან იცის იმ ადამიანთა ვინაობა , რომლებიც კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს კონკრეტული პატიმრების შეწყალებას სთხოვდნენ, კილაძისთვის ასევე ცნობილია პატიმართა სახელები და გვარებიც. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ისინიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. კილაძე „ქრონიკა+“-ის ახალ ნომერში გეგმავს ასევე დაასახელოს ადვოკატი, რომელიც მისი თქმით, ბესელია-კობახიძის კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული.

 

„ბოლო პერიოდში იცით , რომ გახმაურებული სკანდალია პოლიტპატიმრების სიებსა და შეწყალების კომისიაზე, ამ დეტალებზე მე სამშაბათის „ქრონიკა+“-ში ვისაუბრებ, მათ შორის იმ გახმაურებულ საქმეზე . მე ვიცი დეტალები , რომელზეც საუბარი იყო ალეკო ელისაშვილის განცხადებაში . ვინ იხდიდა ამ ფულს შეწყალების სანაცვლოდ, რა საქმეზე საუბარი და რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს.

 

დღეს კი მინდა კონკრეტული ფაქტის თაობაზე გითხრათ, პოლიტპატიმრების სიებზე გარკვეულმა ადამანებმა იუხერხულეს და საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს ეს ამბავი, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტი ადასტურებს იმას, რომ პოლიტპატიმრების სიაში ნამდვილად მოხვდნენ შემთხვევითი ადამიანები და მართალი იყო მერაბ რატიშვილი, როდესაც ამბობდა, რომ ამ სიაში მისი ადგილი არ არის. რაც შეეხება კონკეტულ ფაქტს, სიაში შეტანილია ასეთი პიროვნება -ფრიდონ დევრიშიძე, ის იქნა დაპატიმრებული წინა ხელისუფლების დროს საქართველოში ორი კილოგრამი ჰეროინის შემოტანაზე და მას ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა.

 

მასთან ერთად დაკავებული იყო ორი თურქი. მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, პოლიტპატიმრების სიაში ფრიდონ დევრიშიძე იმ მოტივით აღმოჩნდა შეყვანილი, რომ ის თურმე 1995-96 წლებში იყო „აღორძინების კავშირის“ წევრი და ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის, ერთ-ერთი უბნის კორდინატორი. რა მოხდა რეალურად-რეალურად მოხდა ის, რომ ქობულეთის მაჟორიტარი ფატი ხალვაში მივიდა ეკა ბესელიასთან, გაუწია ფრიდონ დევრიშიძეს რეკომენდაცია, ჩემი ინფომრაციით, ამ საქმეში საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხაა გადახდილი და ეკა ბესელიას დაჟინებული მოთხოვნით ის შეყვანილია პოლიტპატიმართა სიაში.

 

მე მაინტერესებს განმარტებები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რა ესაქმებოდა ორ კილოგრამ ჰეროინზე დაკავებულ პირს პოლიტპატიმართა სიასთან, ან 2013 წელს ,როდესაც დგებოდა პოლიტპატიმართა სიები რატომ გაახსენდათ, რომ ვიღაც დევრიშიძე იყო „აღორძინების კავშირის“ წევრი და ერთ-ერთი უბნის კორდინატორი, მაშინ როდესაც არავის არ გახსენებია ამ სიაში შეეყვანა ვალერი გელბახიანი, რომელიც 2007 წელს იყო ბადრი პატარკაციშვილის შტაბის უფროსი და მან დევნილობაში გაატარა რამდენიმე წელი.

 

ეს არის კონკრეტული ფაქტი, ეს ფაქტი არ იქნება ერთადერთი და რაც მთავარია , სამშაბათს ჩვენ საზოგადოებას მოვუყვებით გახმაურებული საქმის დეტალებზე, რომელი პირების შეწყალებას ითხოვდნენ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია და არ მგონია , რომ ამ ისტორიის გასაჯაროების შემდეგ მანანა კობახიძეს სურვილი გაუჩნდეს , რომ სასამართლო დავა დაიწყოს ელისო კილაძის და „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ. ეს არის გახმაურებული საქმე, რომელიც ასევე უკავშირდება ნარკოტიკებს .

 

ერთი პირი არ იმყოფება საქართველოში , ის არის საზღვარგარეთ დანარჩენები დღემდე იმყოფებიან პატიმრობაში. დღეს მხოლოდ ეს მინიშნება შემიძლია ვთქვა და კიდევ ერთხელ ვამბობ , რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. ამას მე დავადასტურებ სამშაბათს. ამასთანავე გეტყვით, რომ შეწყალების სკანდალი არ დასრულდება მხოლოდ ამ გვარით. ამ სიას აუცილებლად მიემატება ერთი ცნობილი ადვოკატი , რომელიც ასევე მონაწილეობდა შეწყალების პროცესში . ამ საქმეშიც ფიგურირებს ნახევარი მილიონი ლარი,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

 

"პირველი რადიო"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !