"საავადმყოფო არ იკვლევს, "კაპეზემ" უკან არ მიიღო, სისხლი სდის და მანქანით დაატარებენ"

Image

ქუთაისში დაკავებულ შოთა ქემოკლიძეს, რომელიც პოლიციელებმა სცემეს, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევაზე უარი უთხრეს, პოლიციის მანქანით ქალაქში დაატარებენ, რადგან წინასწარი დაკავების საკანში არ მიიღეს - სისხლმდინარი დაზიანებების გამო. ამის შესახებ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და დაკავებულის ოჯახის წევრები წერენ.

 

ელისო კილაძე შს მინისტრს მიმართავს და სთხოვს, რამდენიმე უღირს პოლიციელს უწყების პრესტიჟი არ გადააყოლოს, ხოლო შოთა ქემოკლიძის ძმა - ლევანი წერს:

 

"ქუთაისში ვინც ხართ ჟურნალისტები,მოიმარჯვეთ კამერები და მიდით ქუთაისის ,,კაპეზეზე'' ნახავთ მანქანაში სისხლიდან როგორ იცლება ადამიანი !!!! შსს - განცხადებით ვითომ და ბრიტვა გადაყლაპა, მათი თქმით ისინი შესაბამის რეაგირებას ახდენენ !!! ამ წუთებში გონება დაკარგა! გვიშველეთ!".

 

შეგახსენებთ, შს იმერეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მყოფი შოთა ქემოკლიძე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაკავებულმა მძიმე თვითდაზიანება მიიყენა.

 

სამმართველოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიყვანეს, ქემოკლიძე კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ იქ გამოკვლევებზე უარი თქვეს, უკან დაბრუნებული ეჭვმიტანილი კი წინასწარი პატიმრობის საკანში არ მიიღეს, დაზიანებების გამო, რის შემდეგაც ის ისევ პოლიციის "პიკაპში" გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულმა გონება დაკარგა და ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. 

 

წაიკითხეთ ამავე თემაზე: საკანცელარიო დანის გამო დაკავებული მამაკაცი პოლიციაში სასტიკად სცემეს - ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !