
საქართველოში აკრძალული, თუმცა, ოფიციალურად, ექიმის მიერ რეცეპტით მისთვის გამოწერილი სამედიცინო პრეპარატის შემოტანისთვის საქართველოში დაკავებული ისრაელის მოქალაქე უკვე ორ კვირაზე მეტია, საკანში იმყოფება, ამის შესახებ ებრაული გამოცემა izrus.co.il წერს.
პრეპარატის სახელწოდება არ სახელდება, თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკავებული მამაკაცის გათავისუფლებას, მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიაღწია ისრაელის საგარეო უწყებამ.
სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ საქართველოს შსს-ს მიერ ისრაელის მოქალაქეების საყურადღებოდ გაკეთებული განცხადება, რომ მათ თავი შეიკავონ ქვეყანაში პრეპარატების შემოტანისგან, იმ ტურისტთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს, რომლებიც საქართველოს ისრაელიდან სტუმრობენ.