
"პირველი რადიოს" ინფორმაციას, თბილისში, პეკინის ქუჩაზე "პროკრედიტბანკის" ფილიალის დაყაჩაღების შესახებ შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენი თავდამსხმელი შეიჭრა ფილიალში და რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.