-
2015-11-05 14:55
კომპანია "ალბატროსის" მფლობელს დავით ბეგიაშვილს კუს ტბაზე დღეს დილით კუთვნილი ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დაუწვეს, - მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დავით ბეგიაშვილი ყოფილი პოლიტდევნილი და ბიზნესმენია. კომპანია "ალბატროსის" შენობა, რომელიც ჭავჭავაძის 44-ში მდებარეობს, ბიზნესმენს 2011 წელს ჩამოართვეს. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის, საგადასახადო დავალიანებისა და ქონების ჩამორთმევის მუხლებით იყო აღძრული.
2013 წლის დეკემბერში ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა: შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს "ალბატროს პრეზენტს" 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო. ქონების ნაწილს ყადაღა მოეხსნა, ხოლო ბეგიაშვილს შენობა დაუბრუნდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01