
კახა ფარფალია, იგივე „კახა გალსკი“ რუსმა „კანონიერმა ქურდებმა“ ბურიატეთისა და ამიერბაიკალის „მაყურებლად“ გაამწესეს. ეს „პოსტი“ ვაკანტურია მას შემდეგ, რაც თებერვალში გია უგლავა, იგივე „ტახი“ დააკავეს.
ახალი „მაყურებელი“ უკვე ეწვია ბურიატეთს, თუმცა, ჯერჯერობით, თავი შეიკავა ამიერბაიკალში სტუმრობისგან, იმის გათვალისწინებით, რომ მხარის დეკრიმინალიზაციის მიზნით ადგილობრივი ძალოვნები ინტენსიურ ღონისძიებებს ატარებენ.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნულმა ლიდერმა ზახარ კალაშოვმა, იგივე „შაქრო მოლოდოიმ“ უარი თქვა, „ტახისთვის“ ადვოკატების მომსახურებისა და მოწმეების მოსასყიდად ფულის „ობშიაკიდან“ გადახდაზე, რადგანაც კალაშოვი მიიჩნევს, რომ „ტახი“ თვითონაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, რამეთუ დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა ძალოვნების პროვოცირებას, რათა მათ მკაცრი ზომებისთვის მიემართათ.
სხვათა შორის, ახალ „მაყურებელს“ კახა ფარფალიას ბევრი უარყოფითადაც ახასიათებს, იხსენებენ რა, რომ სწორედ მისი გამოისობით დაიღუპა გასულ წელს ოდესაში 17 წლის გოგონა, როდესაც უცნობმა პირებმა კახა ფარფალიას ავტომანქანას ესროლეს.