-
2015-10-31 02:02
საბჭოს ქუჩაზე, "კოდაკის" მაღაზიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, დაცვის თანამშრომელი დანით დაჭრეს, მაღაზიის გამყიდველებს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ინფორმაციას "ფოსტალიონი" ავრცელებს.
"როგორც ამბობენ, დაცვამ ეს ბიჭები მაღაზიიდან გამოყარა და ალბათ შურისძიების მიზნით მიბრუნდნენ უკან, ამჯერად დანებით შეიარაღებულნი. დაჭრილია დაცვის თანამშრომელი, გოგონები კი საშინლად სცემეს“ _ აცხადებს თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფოს ბრიგადები, მუშაობდა კრიმინალური პოლიცია.
"ფოსტალიონი"