
წნორში, გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით ქალბატონს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და სახლში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილი ბავშვი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გადააგდო.
ჩვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ, მათივე თქმით გამოძიების ფარგლებში ჩვილსექსპერტიზა ჩაუტარდება და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. ამ დროისთვის საქმეზე არავინ არის დაკავებული.
"პირველი რადიო"