-
2015-10-26 11:03
დღეს განახლებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი-2"-ის ადვოკატთა შუამდგომლობა.
თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი-2"-ის მხარეს ნება დართო, სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა წარადგინონ ზუსტი ანგარიში, თუ რა ზარალი მიიღო რუსთავი 2-მა ყადაღის პირობებში.
საქალაქო სასამართლოში "რუსთავი-2"-ის პროცესი დღეს განახლდა. მოსამართლე მხარეების ახსნა-განმარტებებს ისმენს. თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად როგორც საქალაქო სასამართლოსთან, ასევე "რუსთავი-2"-ის ოფისთან მოქალაქეები და "რუსთავი-2"-ის მაყურებლები იკრიბებიან.