
ტამიშის სასაფლაოზე გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის ბესლან მალანძიას ცხედარი იპოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი მკვლელობისას ავტომატი და 9 მმ კალიბრის პისტოლეტი გამოიყენეს. გამოძიების ვარაუდით, მკვლელი მარტო არ იყო.
მალანძია საკუთარ სხალთან მისვლამდე, საღამოს საათებში მოკლეს. სავარაუდოდ, ის იცნობდა პირებს, რომლებმაც მას მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ის სასაფლაოს მიმართულებით გაათრიეს და თავში გასროლით მოკლეს. ე.წ. აფხაზეთის საბაჟოს უფროსი არ გამორიცხავს, რომ მალანძიას მკვლელობა, შესაძლოა, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.