
გაგრაში, საკოლმეურნეო ბაზრის ადმინისტრაციის კაბინეტში დაუდგენელმა პირმა ასფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება - დამწვრობა მიიღო.
შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენლობის შესახებ. ცნობილია, რომ კაბინეტი, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, მთლიანად დაიწვა. ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.