-
2015-07-01 18:26
ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი საპატრულო პოლიციამ დააკავა. როგორც „ვექტორს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედება.
„კერძოდ, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლი, რაც დედაქალისთვის იერ-სახის დამახინჯებას გულისხმობს“, - განაცხადეს შსს-ში.
რაც შეეხება დაკავებულის გათავისუფლების საკითხს, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ სასამართლო უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხარატიშვილი თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობის დროებით ჯებირზე დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30