
გვიან ღამით ატენის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს სადარბაზოსთან დახვდნენ და დაზიანება მიაყენეს: თვითმხილველთა თქმით, მას დანით, ჩაქუჩითა და ქვით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდას ამ ქუჩაზე ბინა ჰქონდა დაქირავებული. თავდასხმის მოტივი ან მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.