
ჭავჭავაძის გამზირზე 16 წლის ბიჭმა დედას ყელში დანა დააარტყა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალი მეორე შვილმა ბინიდან გარეთ გამოიყვანა, ბინაში დარჩენილი ბიჭი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა სპეციალური გასაბერი ლეიბები გაშალეს, თუმცა, ბინაში ასულმა პოლიციელებმა ბიჭი დაითანხმეს, რომ აივნიდან არ გადმომხტარიყო. ამ დროისთვის ის სამმართველოში იმყოფება.
კლინიკაშია გადაყვანილი 40 წლის ქალი, რომელსაც საძილე არტერია აქვს დაზიანებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია. ჭავჭავაძის 29 ა-ში მცხოვრებ დაჭრილ ქალს სამი შვილი ჰყავს.