
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თარხან ბათირაშვილის ნათესავი მერაბ ბათირაშვილი დააკავეს.
მასთან ერთად დაკავებულია ასევე გაიოზ ბორჩარშვილი. შეგახსენებთ, რომ ბათირაშვილი პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადაყვანისთვისა ბრალდებული პირია.
პანკისის ხეობა უკვე დატოვა 100-მდე სპეცრაზმელმა, ისინი სოფელ ჯოყოლაში ბორჩაშვლის სახლში იყვნენ მობილიზებული, დააკავეს თარხან ბათირაშვილის ნათესავი, ერთ-ერთი ვერსიისთ პანკისელი ახალგაზრდები სირიაში გადასვლას გეგმავდენ, მოსახლეობა პრემიერმინისტრს მიმართავს და პანკისის ხეობაში დაწყებული დაკავებების შეჩერებას ითხოვს.