
ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას "ედიტორი" ავრცელებს.
დაჭრილის ვინაობა და მდგომარეობა უცნობია. თვითმხილველის თქმით შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.