
აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე "ტოიოტა თბილისის" კუთვნილი "ტოიოტა ტაქსის" სათაო ოფისი გაქურდეს. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ბოროტმოქმედები შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია სეიფი, სადაც, სავარაუდოდ, თანხაც ინახებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"პირველ რადიოს" შსს-ს პრესსამსახურმა მომხდარი დაუდასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება ქურდობის, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.